ქართველი ჩოგბურთელები: კალაშნიკოვას ათსაფეხურიანი ნახტომი რეიტინგში

AutoSharing Option
უკვე ვწერდით, რომ თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილებში ბუდაპეშტის WTA-ს ტურნირი მოიგო და 280 ქულა მოინაგრა. ამ წარმატებამ მსოფლიო კლასიფიკაციაში 54-ე ადგილზე მყოფი ჩვენებური ერთბაშად 10 საფეხურით დააწინაურა და თავის სარეკორდო მაჩვენებელს (43-ე 2016 წლის 23 ივნისს) ერთი ადგილით ჩამორჩება.

განახლებულ რეიტინგებში ქართველთა მაჩვენებლები ასეთია:

ქალები
ერთეულები. 228 (226). სოფიო შაფათავა (223), 319 (325). ეკატერინე გორგოძე (128), 514 (515). მარიამ ბოლქვაძე (56), 624 (627). სოფიო ქვაცაბაია (36), 848 (848). ოქსანა კალაშნიკოვა (14), 1059 (1063). ანა შანიძე (7).
წყვილები. 44 (54). კალაშნიკოვა
(1725), 178 (179). შაფათავა (347), 240 (242). გორგოძე (240), 467 (473). ქვაცაბაია (93), 557 (562). ბოლქვაძე (65), 712 (715). თათია მიქაძე (37), 1129 (1132). შანიძე (10), 1278 (1283). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები
ერთეულები. 53 (53). ნიკოლოზ ბასილაშვილი (868), 502 (505). ალექსანდრე მეტრეველი (73), 832 (828). გიორგი ცივაძე 920), 1770 (1772). ალექსანდრე ბაკში (1), შოთა მეფარიძე (1), ირაკლი მეტრეველი (1).

მიმდინარე კვირას უცხოეთის კორტებზე ოქსანა კალაშნიკოვა და გიორგი ცივაძე ასპარეზობენ.

კალაშნიკოვა კუალა ლუმპურში (მალაიზია) იმყოფება და იქაურ 250.000-იან ტურნირში ისევ წყვილებში გამოვა, ამჯერად ყაზახ გალინა ვოსკობოევასთან ერთად. პირველ წრეში ისინი მიიუ კატოსა (იაპონია) და კაი-ლინ ჟანის (ჩინეთი) შეხვდებიან. წარმატების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ჩენ ლიანი-საისაი ჟენისა (ორივე-ჩინეთი) და ნათელა ძალამიძე-ვერონიკა კუდერმეტოვას (ორივე-რუსეთი) დუეტებს შორის უძლიერესს გაუწევენ მეტოქეობას.

ცივაძემ თურქულ ანტალიაში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი - სამ მეტოქეს აჯობა, მათ შორის - გუშინ გადამწყვეტ პაექრობაში აიარ საქადათს (ყაზახეთი) - 6:3, 6:2 და ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც მასპინძელ ალთუქ სელიქბილეკთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში თურქ ანილ იუქსელთან ერთად ცივაძე ბრაზილიელებთან - იგორ მარკონდერსა და ფილიპ როდრიგეს ალვეშთან დამარცხდა - 7:6, 3:6, 7:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოქსანა გილოცავ, და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ, გაიხარე.
gizog
12:43 28-02-2017
0

სიახლეები პოპულარული