ენდი მარეი პირველი ნომერი აღარ არის

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსი" განთესილებმა გუშინ, მეორე წრიდან დაიწყეს და ტურნირს უკვე აღარ ჰყავს პირველი ჩოგანი. ენდი მარეიმ, რომელმაც ამ სეზონში ვერაფრით დაალაგა თამაში, ორ სეტში წააგო საწყისი შეხვედრა კანადელ ვასეკ პოსპიშილთან - 4:6, 6:7(5).

ჩოგბურთელები მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბრიტანელს წინა ოთხი შეხვედრა მოგებული ჰქონდა და ეს მატჩიც კარგად დაიწყო - 4:2 დაწინაურდა. თუმცა კანადელმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო, რითაც მოიგო პირველი სეტი და მეორეში ბრეიკით გავიდა წინ - 2:0.

მარეიმ მეოთხე გეიმში შეძლო ანგარიშის გათანაბრება და მეორე პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე
გადაწყდა. მე-13 გეიმში პოსპიშილი 6:2 გაიჭრა წინ და ოთხმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ენდიმ სამი საფრთხე მოიგერია, მაგრამ კანადელმა მეოთხე ცდაზე მაინც შეძლო კარიერაში მთავარი გამარჯვების მოპოვება.

პოსპიშილი ორი წლის წინ, მსოფლიოს 25-ე ნომერი იყო, მაგრამ 135-ე პოზიციამდე დაქვეითდა. გასული წლის ბოლოს, მან ახალ მწვრთნელად აიყვანა მარკ ვუდფორდი და როგორც ჩანს, ამ კავშირს შედეგები მოაქვს. შემდეგ ეტაპზე კანადელი დუშან ლაიოვიჩს შეხვდება, რომელმაც ასევე განთესილი ფელისიანო ლოპესი დაამარცხა.

გუშინ, ტოპ-ათეულის კიდევ ერთმა წევრმა წააგო. მეშვიდე ნომრად განთესილი ჟო-ვილფრიდ ცონგა იტალიელ ფაბიო ფონინისთან დამარცხდა - 6:7(4), 6:2, 4:6. ფრანგმა ბოლომდე იბრძოლა, მესამე სეტში ორჯერ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მაგრამ ფონინიმ მეცხრე გეიმშიც შეასრულა ბრეიკი და შემდეგ მატჩზეც ჩააწოდა.

ვინუსის გიჟური დაბრუნება
ინდიან უელსში ქალთა ტურნირზე ჩოგურთელებმა მეორე წრე სრულად გაიარეს. აქ ყველაფერმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. ქალებში პირველ ნომრად განთესილი არ ჰყავთ, რადგან სერენა უილიამსმა ბოლო მომენტში გამოიტანა განაცხადი. სამაგიეროდ, მეორედან მეთხუთმეტე ნომრამდე განთესილებმა გააღწიეს 1/16 ფინალამდე. ზოგიერთმა ეს იოლად გააკეთა, ზოგიერთებს კი ძალიან გაუჭირდათ.

მაგალითად, რთული დღე ჰქონდა ავსტრალიის ღიას ფინალისტს ვინუს უილიამსს. მან ელენა იანკოვიჩთან პირველ სეტში ოთხჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, მხოლოდ სამი "ვინერსი" და 13 უნებლიე შეცდომა დააგროვა, 17 პროცენტის სიზუსტით ჩააწოდა და პარტია 19 (!) წუთში დათმო. ამერიკელს არც მეორე სეტში ჰქონდა სახარბიელო მდგომარეობა და მალე 2:5 ჩამორჩა. და აი, აქ მოხდა ნამდვილი სასწაული - ვინუსმა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, თან გზად სამი მატჩბოლი მოიგერია და მე-13 გეიმში 7:5 მოიგო, მესამეში კი უკვე იოლი იყო დემორალიზებული სერბის დამარცხება - 1:6, 7:6(5), 6:1.

იმის გამო, რომ სერენა უილიამსმა უარი თქვა ინდიან უელსში თამაშზე, უკვე ცნობილია, რომ 20 მარტს, განახლებულ რეიტინგში ანჟელიკ კერბერი დაიბრუნებს ლიდერობას. გერმანელმა ამ ტურნირზე უნდა დამტკიცოს, რომ იმსახურებს ამ სტატუსს, რადგან წელს ვერ ბრწყინავს და ჯერ ტიტული არ აქვს მოგებული. კერბერმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო ინდიან უელსში გამოსვლა - 59 წუთში გაანადგურა თანამემამულე ანდრეა პეტკოვიჩი - 6:2, 6:1. აღსანიშნავია, რომ კერბერმა ამ ტურნირზე პირველად მოიგო საწყისი მატჩი 2011 წლის შემდეგ.

სხვა მოვლენებიდან უნდა აღვნიშნოთ ამერიკელი მედისონ კისის დაბრუნება. მსოფლიოს მეცხრე ჩოგანმა 2017 წელს პირველი მატჩი ჩაატარა და ორ სეტში მოუგო მარიანა დუკე მარინოს - 6:1, 7:5. ამერიკელს ორთვიანი პაუზა ჰქონდა ფეხის ტრავმის გამო.

1/32 ფინალი
კაცები

პოსპიშილი (კან)-მარეი (ბრიტ, 1) 6:4, 7:6(5)
ვავრინკა (შვეიც, 3)-ლორენცი (იტა) 6:3, 6:4
ფონინი (იტა)-ცონგა (საფ, 7) 7:6(4), 3:6, 6:4
ტიმი (ავსტრია, 8)-შარდი (საფ) 6:2, 6:4
მონფილსი (საფ, 10)-კინგი (ბარ) 3:6, 6:0, 6:1
გოფენი (ბელ, 11)-ხაჩანოვი (რუს) 6:4, 3:6, 6:3
ბერდიხი (ჩეხ, 13)-ფრატანჯელო (აშშ) 7:6(4), 6:4
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 16)-მანარინო (საფ) 7:5, 6:2
ნიშიოკა (იაპ)-კარლოვიჩი (ხორ, 19) 6:4, 6:3
ისნერი (აშშ, 20)-კუკუშკინი (ყაზ) 7:6(0), 7:6(6)
კარენო ბუსტა (ესპ, 21)-გოიოვჩიკი (გერ) 7:5, 6:2
რამოსი (ესპ, 22)-ძუმჰური (ბოს) 6:4, 5:7, 7:5
კუევასი (ურუ, 27)-კლიჟანი (სლოვენ) 7:6(3), 7:6(5)
კოლშრაიბერი (გერ, 28)-დოლგოპოლოვი (უკრ) 6:7(3), 1:1 უარი
მ. ზვერევი (გერ, 29)-სოუზა (პორ) 6:4, 6:3
ლაიოვიჩი (სერ)-ლოპესი (ესპ, 30) 6:2, 4:6, 7:6(2)

ქალები
კერბერი (გერ, 2)-პეტკოვიჩი (გერ) 6:2, 6:1
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-პუიგი (პ-რიკ) 1:6, 6:4, 6:4
ჰალეპი (რუმ, 4)-ვეკიჩი (ხორ) 6:4, 6:1
ციბულკოვა (სლოვაკ, 5)-ოსტაპენკო (ლატ) 6:4, 3:6, 6:3
ა. რადვანსკა (პოლ, 6)-სორიბეს ტორმო (ესპ) 6:3, 6:4
მუგურუსა (ესპ, 7)-ფლიპკენსი (ბელ) 6:2, 6:3
კუზნეცოვა (რუს, 8)-ლარსონი (შვედ) 7:6(3), 6:4
კისი (აშშ, 9)-დუკე მარინო (კოლ) 6:1, 7:5
სვიტოლინა (უკრ, 10)-ვანგი (ჩინ) 3:6, 6:3, 7:6(3)
კონტა (ბრიტ, 11)-უოტსონი (ბრიტ) 6:4, 6:4
ვ. უილიამსი (აშშ, 12)-იანკოვიჩი (სერ) 1:6, 7:6 (5), 6:1
ვოზნიაცკი (დან, 13)-ლინეტი (პოლ) 6:3, 6:0
ვესნინა (რუს, 14)-როჯერსი (აშშ) 6:4, 7:5
ბაშჩინსკი (შვეიც, 15)-ნიკულესკუ (რუმ) 7:5, 6:2
გორგესი (გერ)-სტოსური (ავსტრა, 16) 4:6, 6:4, 6:4
სტრიკოვა (ჩეხ, 17)-ერანი (იტა) 6:4, 5:7, 6:2
ბერტენსი (ჰოლ, 18)-ბენჩიჩი (შვეიც) 6:2, 6:2
პავლიუჩენკოვა (რუს, 19)-კონტავეიტი (ესტ) 6:4, 6:4
გარსია (საფ, 21)-როდინა (რუს) 6:3, 6:3
დევისი (აშშ)-სევასტოვა (ლატ, 22) 7:5, 6:3
სინიაკოვა (ჩეხ)-სუარეს ნავარო (ესპ, 23) 6:3, 7:5
გავრილოვა (ავსტრა, 24)-ვიკმაიერი (ბელ) 6:2, 7:6(5)
ბაბოში (უნგ, 25)-ლეპჩენკო (აშშ) 4:6, 7:6(2), 6:2
ვინჩი (იტა, 26)-ბრენგლი (აშშ) 7:6(5), 6:4
პარმენტიე (საფ)-პუტინცევა (ყაზ, 27) 6:2, 6:3
მლადენოვიჩი (საფ, 28)-ბეკი (გერ) 6:0, 7:5
ბეგუ (რუმ, 29)-ჩირიკო (აშშ) 6:1, 7:5
ოსაკა (იაპ)-ჟანგი (ჩინ, 30) 6:4, 6:2
პენგი (ჩინ)-კონიუჰი (ხორ, 31) 6:4, 6:2
დეი (აშშ)-ლუჩიჩი (ხორ, 32) 6:4, 5:7, 7:5
კრ. პლიშკოვა (ჩეხ)-დარია კასატკინა (რუს) 6:0, 6:3

აზარენკას ახალი მწვრთნელი ჰყავს
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა WTA-ის ტურში დაბრუნების შემდეგ, ამერიკელ სპეციალისტთან მაიკლ ჯოისთან იმუშავებს. ეს ის მწვრთნელია, რომელიც 2005-11 წლებში რუს მარია შარაპოვას ავარჯიშებდა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, აზარენკამ პირველ შვილზე იმშობიარა და ახლა, პროფესიულ ტურში დაბრუნებისთვის ემზადება.

ზვონარევა ბრუნდება
რუსი ჩოგბურთელი ვერა ზვონარევა, რომელიც, თავის დროზე, რეიტინგში მეორე ნომერი იყო, 27 მარტს დაბრუნდება ჩოგბურთში - ის მონაწილეობას მიიღებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირში, რომელსაც სტამბოლი მასპინძლობს. ტურნირის საპრიზო ფონდია - 15 ათასი ევრო.
ზვონარევას დიდი ხანია არ უთამაშია პროფესიულ ტურში. 2016 წლის ზაფხულში, მან დაქორწინებისა და შვილის დაბადების შესახებ გამოაცხადა. დღეისთვის, რუსი ტელეარხ Eurosport-ზე კომენტატორად მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ გითხრათ რომ ენდი პირველი ნომერი აღარ არის?
brola*
22:23 13-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული