ეს მერვედფინალი ამ ჩოგბურთელების რიგით 36-ე დაპირისპირება იქნება. ნადალი დიდი უპირატესობით იგებს ამ დუეტს - 23:12.
1. ფედერერი ეცდება ზედიზედ მესამედ დაამარცხოს ნადალი, რაც არასოდეს მომხდარა მათ მრავალწლიან დუელში. შვეიცარიელმა ბოლო ორ შეხვედრაში მოუგო ესპანელს: წელს, ავსტრალიის ღიაზე და 2015 წელს, ბაზელის ფინალში.
2. ასეთ ნაადრევ ეტაპზე ისინი 2004 წლის მაიამის ტურნირ
3. ეს არის მათი მე-17 შეხვედრა "მასტერსის" სერიის ტურნირებზე. ნადალი იგებს - 12:4.
4. ისინი მესამედ ხვდებიან ერთმანეთს ინდიან უელსში. ფედერერმა მოიგო 2012 წლის ნახევარფინალი - 6:3, 6:4, ნადალმა გაიმარჯვა 2013 წლის მეოთხედფინალში - 6:4, 6:2. ორივე შემთხვევაში, მოგებული შემდეგ ტიტულს იღებდა.
5. ნადალი 9:8-ს ამარცხებს ჰარდის კორტებზე ფედერერს.
6. ბოლო რვა შემთხვევიდან შვიდში, ამ ჩოგბურთელთა მატჩს იგებდა ის, ვინც პირველ სეტს იღებდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო ფედერერის ქამბექი პირველი პარტიის წაგების შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"