შაფათავა ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად ანტალიის ტურნირზე მეორე ნომრად იყო განთესილი. სტარტზე მათ მასპინძლები - დენიზ პეიკოვიჩი და დოგა თურქმენი დაამარცხეს - 6:0, 6:0, შემდეგ მილიცა კუბრანოვიჩი და ბოიანა მარკოვიჩი (ორივე - სერბეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:2, ნახევარფინალში ალიონა ფომინა (უკრაინა)-დოგა სელინ თაქუნიაჩის (თურქეთი) ტანდემს სძლიეს - 6:4, 6:3 და გადამწყვეტ პაექრობაში სანდრა იამრიჩოვას
ამ დუეტმა სტარტზე მესამე ნომრად განთესილი რუმინელები - ქრისტინა ადამესკუ და დიანა ენაჩე დაჯაბნეს - 6:1, 6:3, შემდეგ ქართველებს - ლანა კენჭიაშვილსა და ანა შანიძეს აჯობეს - 6:2, 7:5, ფინალში გასასვლელ პაექრობაში კი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ რუსებს - ვალენტინა ივახნენკოს და ალექსანდრა პოსპელოვას დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:4, 6:1. მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში შაფათავამ და პალკინამ ორ სეტში გაიმარჯვეს - 6:4, 7:5.
ამ კვირას ლანა კენჭიაშვილი შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში ჩაება და პირველ შეხვედრაში სამხრეთაფრიკელი როზიკე ვან რენსბურგი დაამარცხა - 6:2, 6:1.
ეკატერინე გორგოძე იტალიის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში მოსინჯავს ძალებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"