წყვილებში ჩვენებურმა ყაზახ კამილა კერიმბაიევასთან ერთად, 29 მარტს, პირველ წრეში სლოვაკებს - ვივიენ იუჰაჟოვასა და ანა-კაროლინა შმიედლოვას იოლად აჯობა - 6:4, 6:1 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მესამე ნომრად განთესილ პრარდანა თომბარესა (ინდოეთი) და ევა ვაკანოსთან (ჰოლანდია) გაარკვევს ურთიერთობას. ამ დუეტმა ვალერია სოლოვიოვას (რუსეთი) და მელანი სტოკეს (ნორვეგია) სძლია - 6:2, 6:3.
* * *
29 მარტს, ანა შანიძე შარმ ელ შეიხის 15.000* * *
თელ-ავივმა 14-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ქართველთაგან მხოლოდ დეა გორგიძემ იასპარეზა. ერთეულებში მან ზედიზედ ორი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან - მასპინძელი ლორინ ტილიპმანი (6:3, 6:0) და რუსი ანა სემიონოვა (6:3, 6:2), მაგრამ ასპარეზობის მე-4 ნომერ მაი ილბერტს (ისრაელი) ვერ გასცდა - 1:6, 6:2, 2:6.
წყვილებში დეა და მასპინძელი შაფ ლიბერმანი განთესვით მეორენი იყვნენ. სტარტზე მათ კარინ არმანი და აგამ ჰილელი დაჯაბნეს - 6:4, 6:4, ხოლო საბრინა კალანდაროვისა და რონი ნაორის (ორივე - ისრაელი) დუეტთან დამარცხდნენ - 6:4, 4:6, 6:10.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"