დევისის თასი: საქართველოსა და ლიტვას შორის ანგარიში გათანაბრდა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ლიტველ ლაურინას გრიგელსთან დამარცხდა.

"მზიურის" კორტებზე გამართულ მეორე შეხვედრაში გიორგი ცივაძემ ლაურინა გრიგელისთან სამ სეტში ანგარიშით 3:6, 2:6, 2:6 წააგო.

ამ დაპირისპირების შემდეგ საქართველოსა და ლატვიას შორის ანგარიში გათანაბრდა (1:1).

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტადას ბაბელისი იოლად, სამ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:2, 6:0.

- დევისის თასი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა საქართველო ლიტვასთან ანგარიშში დააწინაურა

8 აპრილს ითამაშებენ წყვილები: ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე - ლაურინას გრიგელისი,
ლუკას მუგევიჩიუსი (14 სთ).

9 აპრილს ისევ ერთეულების ორთაბრძოლები გაიმართება: ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლაურინას გრიგელისი (12 სთ), გიორგი ცივაძე - ტადას ბაბელისი. დასწრება თავისუფალია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული