საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრები ლიტვასთან საერთო ჯამში ანგარიშით 2:3 დამარცხდა და პირველ დივიზიონში გადასასვლელი პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა.
დღეს ერთეულთა თანრიგში ჯერ ნიკოლოზ ბასილაშვილი ლაურინას გრიგელის შეხვდა და სამ სეტში 6:0, 6:1, 6:0 დაამარცხა.
გადამწყვეტი ბრძოლა კი გიორგი ცივაძეს მოუწია, რომელიც სამწუხაროდ ლუკას მუგევიციუსთან 4 სეტში 4:6, 2:6, 6:1, 4:6 დამარცხდა.