ბრიტანეთთან მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ნასტასემ თავს უფლებ მისცა - მკვეთრი განცხადებები გაეკეთებინა სერენა უილიამსის მისამართით. ამერიკელი ჩოგბურთელის ფეხმძიმობის შესახებ კითხვა დაუსვეს რუმინეთის ნაკრების ლიდერს სიმონა ჰალეპს. მისი პასუხის შემდეგ, ნასტასემ რუმინულ ენაზე თქვა: "ვნახოთ, რა ფერის იქნება სერენას შვილი. შოკოლადი რძით?"
ამ გამონათქვამის შემდეგ, ნასტასემ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყურადღება მიიპყრო და გამოძიება დაიწყო. ფედერაციის განცხადებით - ვერ მოითმენს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და შეურაცხყოფას.
ნასტასე ამით არ
მეორე დღეს, შაბათს, სორანა კირსტეასა და იოჰანა კონტას მატჩის დროს, ნასტასემ ჯერ მსაჯი შეურაცხყო, ხოლო, როცა კორტის დატოვება მოსთხოვეს, კეოტავონგსა და კონტას დაუყვირა: "ძუკნებო".
იოჰანა კონტამ ძალიან განიცადა ეს შეურაცხყოფა, თავისი ნივთები შეაგროვა და კორტი დატოვა. პუბლიკას სიმონა ჰალეპი აწყნარებდა. ნასტასე კი პოლიციის თანხლებით გაიყვანეს სტადიონიდან.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ საერთაშორისო ფედერაციამ რუმინელთა კაპიტანს აკრედიტაცია ჩამოართვა.
"რუმინეთის ნაკრების კაპიტანი გააძევეს სტადიონიდან მეორე მატჩის დროს, არაშესაფერისი საქციელის გამო. მისი აკრედიტაცია გამოვიწვიეთ და ის მიმდინარე გათამაშებისას სტადიონზე ვეღარ გამოჩნდება.
ფედერაცია გამოძიებას ჩაატარებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით და ნასტასეს სხვა განცხადებებთან დაკავშირებით", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"