ქართველი ჩოგბურთელები: გორგოძე ერთეულებში, შაფათავა წყვილებში

AutoSharing Option
ორი ქართველი ჩოგბურთელი განაგრძობს ასპარეზობას უცხოეთის კორტებზე.

3 მაისს გერმანულ ვეისბადენში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ორჯერ მოსინჯა ძალები ეკატერინე გორგოძემ: ერთეულების სტარტზე მან იოლად სძლია მასპინძელ ნატალი პროესეს - 6:3, 6:3. მეორე წრეში ჩვენებური ასპარეზობის მეოთხე ნომერ ანა კაროლინა შმიედლოვას (სლოვაკეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა დაძაბულ პაექრობაში იტალიელი ჯესიკა პიერი ჩამოიშორა გზიდან - 5:7, 6:3, 7:6.

წყვილებში გორგოძე და მასპინძელი კატარინა ჰობგარსკი მესამე ნომრად იყვნენ განთესილნი. ლატვიელ დიანა მარცინკევიცასა
და შვეიცარიელ რებეკა მასაროვას მათ პირველი სეტი მოუგეს - 6:1, მეორე და მესამე კი დათმეს, შესაბამისად, 2:6, 12:14 და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

სამაგიეროდ, წყვილებში შესანიშნავად ასპარეზობს საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა. გუშინ ჩვენებურმა თურქ ბასაკ ერაიდინთან ერთად ესპანელების - ირინე ბურილო ესკორიჰუელასა და ივონე კავალე-რეიმერსის დუეტი დაჯაბნეს - 6:3, 2:6, 10:1.

ქართულ-თურქული ტანდემი ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ ანდრეა გამიზისა (ვენესუელა) და ხეორხინა გარსია -პერესთან გაარკვევს ურთიერთობას. მეორე ნახევარფინალში ვერა ლაპკო (ბელორუსი), ალექსანდრინა ნაიდენოვა (ბულგარეთი) და არისილა ჰონი (ავსტრალია), შარლოტე როემერი (ეკვადორი) ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული