3 მაისს გერმანულ ვეისბადენში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ორჯერ მოსინჯა ძალები ეკატერინე გორგოძემ: ერთეულების სტარტზე მან იოლად სძლია მასპინძელ ნატალი პროესეს - 6:3, 6:3. მეორე წრეში ჩვენებური ასპარეზობის მეოთხე ნომერ ანა კაროლინა შმიედლოვას (სლოვაკეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა დაძაბულ პაექრობაში იტალიელი ჯესიკა პიერი ჩამოიშორა გზიდან - 5:7, 6:3, 7:6.
წყვილებში გორგოძე და მასპინძელი კატარინა ჰობგარსკი მესამე ნომრად იყვნენ განთესილნი. ლატვიელ დიანა მარცინკევიცასა
სამაგიეროდ, წყვილებში შესანიშნავად ასპარეზობს საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა. გუშინ ჩვენებურმა თურქ ბასაკ ერაიდინთან ერთად ესპანელების - ირინე ბურილო ესკორიჰუელასა და ივონე კავალე-რეიმერსის დუეტი დაჯაბნეს - 6:3, 2:6, 10:1.
ქართულ-თურქული ტანდემი ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ ანდრეა გამიზისა (ვენესუელა) და ხეორხინა გარსია -პერესთან გაარკვევს ურთიერთობას. მეორე ნახევარფინალში ვერა ლაპკო (ბელორუსი), ალექსანდრინა ნაიდენოვა (ბულგარეთი) და არისილა ჰონი (ავსტრალია), შარლოტე როემერი (ეკვადორი) ითამაშებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"