ქართველი ჩოგბურთელები: მარიამ ბოლქვაძის ახალი ნახტომი რეიტინგში

AutoSharing Option
თბილისელმა სოფიო შაფათავამ გუშინწინ ესპანეთის ქალაქ მონზონში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირის წყვილთა პაექრობაში უკრაინელ ვალერია სტრახოვასთან ერთად მეოთხედფინალში ესპანელებს - ირენე ბურილო ესკორიჰუელას და ივონე კავალე-რეიმერსს აჯობა - 6:0, 7:6. ქართულ-უკრაინული ტანდემი ნახევარფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ვალენტინი გრამატიკოპულუს (საბერძნეთი)-ალექსანდრინა ნაიდენოვას (ბულგარეთი) დაუპირისპირდება. ამ დუეტმა გუშინ სვიატლანა პირაჟენკა (ბელორუსი) და ერიკა ვოგელსანგი (ჰოლანდია) ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 6:2.

ერთეულებში შაფათავა მე-5 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ სტარტზე მასპინძელ ესტრელა კაბეზა-კანდელასთან დამარცხდა - 2:6, 3:6.

* * *
იტალიის დედაქალაქ რომში ეკატერინე გორგოძემ გუშინ
ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო შეჯიბრების (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგში კატერინა ჰერანგს (გერმანია) მოუგო - 7:5, 6:1.

წყვილებში მელანი სტოკესთან (ნორვეგია) ერთად დღეს გორგოძე ფერნანდა ბრიტოსა (ჩილე) და ნოელია ზებალოსის (ბოლივია) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. მარიამ ბოლქვაძემ ერთეულებში 19, წყვილებში კი 23 საფეხურით წინ წაიწია.

გაგაცნობთ ქართველთა მაჩვენებლებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში:

ქალები
ერთეულები. 244 (241). სოფიო შაფათავა (208 ქულა), 362 (335). ეკატერინე გორგოძე (106), 564 (583). მარიამ ბოლქვაძე (46), 655 (649). სოფიო ქვაცაბაია (33), 867 (865). ოქსანა კალაშნიკოვა (14).
წყვილები. 56 (59). ოქსანა კალაშნიკოვა (1345), 220 (218). სოფიო შაფათავა (270), 255 (255). ეკატერინე გორგოძე (234), 473 (472). სოფიო ქვაცაბაია 992), 563 (589). მარიამ ბოლქვაძე (68), 712 (719). თათია მიქაძე (37), 1262 (1278). ლანა კენჭიაშვილი (3), 1262 (1278). ანა შანიძე (3).

ვაჟები
ერთეულები. 61 (61). ნიკოლოზ ბასილაშვილი (821), 605 (571). ალექსანდრე მეტრეველი (47), 858 (879). გიორგი ცივაძე (18), 1765 (1762). ალექსანდრე ბაკში (1), შოთა მეფარიძე (1), ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული