ივან ლენდლი ევროპაში მოდის

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ბრიტანელი ენდი მარეის მწვრთნელი ივან ლენდლი დღეს ამერიკიდან ევროპაში ჩავა და ენდისთან თითქმის ორ თვეს გაატარებს - უიმბლდონის ბოლომდე. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail. ამ მომენტისთვის, მარეი და ლენდლი მუდმივ საწყისებზე არ თანამშრომლობენ.

მას შემდეგ, რაც ენდიმ ავსტრალიის ღიას მერვედფინალში გერმანელ მიშა ზვერევთან წააგო, ლენდლი და მარეი ერთმანეთს არ შეხვედრიან. ივანს ბრიტანელთან მაიამის "მასტერსის" დროს უნდა ემუშავა, მაგრამ ენდი მოიხსნა ტურნირიდან ტრავმის გამო. თუმცა, მარეის რეგულარული ურთიერთობა აქვს ლენდთან ვიდეოკავშირის წყალობით.

"მე ველაპარაკები მას ყოველ
ორშაბათს და დაწვრილებით განვიხილივთ ყველაფერს. მონტე კარლოს "მასტერსამდე" კვირაში სამჯერ გვქონდა კავშირი და ახლაც ასე გრძელდება.

ერთი წლის წინ, მე დავასრულე მუშაობა ამელი მორესმოსთან და გრუნტზე ყველაფერი კარგად მიდიოდა, ასე რომ, უმწვრთნელობა ნამდვილად არ არის ჩემი ცუდი გამოსვლების მიზეზი. ვერავის დავადანაშაულებ საკუთარი თავის გარდა", - დაასკვნა მარეიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული