მსოფლიოს ყოფილი მეათე ჩოგანი ჩოგბურთიდან წავიდა

AutoSharing Option
არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მონაკომ პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 33 წლის სპორტსმენმა ამის შესახებ "ტვიტერის" მეშვეობით შეატყობინა თავის გულშემატკივრებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ნოსტალგიის გრძნობით ვარ სავსე, სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ.

ჩემი ცხოვრების შესანიშნავი და მნიშვნელოვანი ნაწილი დასასრულს მიუახლოვდა. ვასრულებ პროფესიულ კარიერას. ამ მომენტში იმდენად ბევრი გრძნობა დამიგროვდა, რომ არ შემიძლია მათი ფურცელზე გადმოტანა. ვამაყობ იმით, რომ გადავლახე ბევრი წინაღობა მთელი კარიერის განმავლობაში.

მადლობა იმისთვის, რაც ჩოგბურთმა მომცა - განათლება, დისციპლინა, მეგობრობა და ბევრი დაუვიწყარი მომენტი. მოვიწყენ მის გარეშე".

მონაკოს პროფესიული კარიერა
2002 წელს დაიწყო. 14 წლის განმავლობაში, არგენტინელმა მოიგო ATP-ის ცხრა ტურნირი ერთეულებში და სამი - წყვილებში. 2012 წლის ზაფხულში, ხუანი მეათე ადგილამდე ავიდა ATP-ის რეიტინგში და ეს იყო მისი კარიერის რეკორდი.

მონაკო ოთხჯერ ყოფილა "დიდი სლემის" ტურნირების მერვედფინალში (ორჯერ როლან გაროსზე და ამდენივეჯარ - აშშ-ის ღიაზე). ის გამოდიოდა დევისის თასზე არგენტინის ნაკრების რიგებში და ამ გუნდთან ერთად, 2011 წელს ფინალამდე მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული