მანამდე ეს გააკეთეს - შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა (1099), ესპანელმა რაფაელ ნადალმა (840) და სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (767). ფერერს უკან მიყვება ბრიტანელი ენდი მარეი 646 მოგებით. აბსოლუტური რეკორდსმენი მოგებული მატჩების რაოდენობით - ამერიკელი ჯიმი კონორსია (1256).
17-წლიან კარიერაში ფერერს
აღსანიშნავია, რომ იმ დღეს, როცა ფერერმა კარიერაში მე-700 მატჩი მოიგო, ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა საიუბილეო - მე-600 გამარჯვება მოიპოვა.
* * *
რომში ბოლო სათამაშო დღეს კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იყო - მსოფლიოს პირველი ჩოგანის ენდი მარეის მორიგი მარცხი.
ბრიტანელი კატასტროფულ ფორმაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, მარეიმ მადრიდის "მასტერსზე" 20 წლის ხორვატ ბორნა ჩორიჩთან წააგო - 3:6, 3:6. ახლა კი ბრიტანელმა ვერაფერი გააწყო ფაბიო ფონინის წინააღმდეგ - 2:6, 4:6. იტალიელმა ორივე სეტის სტარტზე სოლიდური უპირატესობის მოპოვება შეძლო - 4:0 და 4:1 და მარეიმ მხოლოდ ერთხელ შეძლო გაბრძოლება, როცა მეორე სეტში ერთი დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ უფრო ახლოს მეტოქესთან ვერ მივიდა.
* * *
ასევე პირველი ნომრის გარეშე დარჩა რომის ქალთა ტურნირი. მორიგი კრახი განიცადა გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა, რომელმაც ორშაბათიდან ჩაიბარა რეიტინგში ლიდერობა. კერბერი 56 წუთში გაანადგურა 21 წლის ესტონელმა, WTA-ის 68-ე ნომერმა ანეტ კონტავეიტმა - 6:4, 6:0.
ბალტიისპირელმა რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, კერბერის ანგარიშზე კი ერთი ბრეიკი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"