"ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ტელეფონით ველაპარაკე ბევრ ყოფილ ტოპ-მოთამაშეს. მინდოდა მომესმინა სხვადასხვა აზრი არა მხოლოდ თამაშის ტექნიკაზე, არამედ ჩოგბურთელის ცხოვრებაზე. აგასისთან საუბარმა დამაკმაყოფილა.
ჯერ ერთი, ჩვენ ერთნაირი სტილი გვაქვს და მისი თამაში აღმაფრენას მაძლევდა. ვფიქრობ, ეს დამეხმარება. მით უმეტეს, ანდრემ გადაიტანა მსგავსი სიტუაცია, თუ უარესი არა.
მას შეძულდა სპორტი, რომელიც უყვარდა და გამოვარდა პირველი ასეულიდან დომინირების შემდეგ. მაგრამ
ანდრემ იცის ხერხი - როგორ შეაერთოს ყველა ნაწილი და გახდეს უფრო ძლიერი, ვიდრე იყო. მას უდიდესი ქარიზმა ჰქონდა, მაგრამ, ამასთან, უაღრესად მოკრძალებულიც იყო.
ამის შემდეგ, პირისპირ საუბარიც გვქონდა. ის რამდენიმე დღეს გაატარებს ჩემთან როლან გაროსზე, რის შემდეგაც, ჩემი ძმა მარკო დამეხმარება.
თუ ყველაფერი კარგად აეწყო და მე ამაში დარწმუნებული ვარ, უიმბლდონიდან მოყოლებული, დავიწყებთ სამომავლო გეგმების დაწყობას", - თქვა ჯოკოვიჩმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"