მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა ლიონის ტურნირის მეორე წრეში მოულოდნელად წააგო გასტონ ელიაშთან (6:7, 4:6), რის შემდეგაც განაცხადა, რომ მარცხის ერთ-ერთი მიზეზი - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.
"საშინელი დღე იყო. ტკივილი ვიგრძენი მხარისა და ზურგის არეში, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ მაძლევს.
უკვე დღეს გავემგზავრები პარიზში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გავივლი. უახლოეს პერიოდში გასაგები გახდება - ვითამაშებ თუ არა როლან გაროსზე", - განაცხადა არგენტინელმა Tennis Actu-სთან
უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონის პირველი "დიდი სლემი" - ავსტრალიის ღია პირველობა დელ პოტრომ ასევე გამოტოვა, რათა სრულფასოვნად მომზადებულიყო ახალი სეზონისთვის.
როლან გაროსი 28 მაისს დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"