ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლან გაროსი" მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
29 მაისს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია ჩემპიონატის "როლან გაროსის" პირველ წრეში ჟილ სიმონი დაამარცხა.

ბასილაშვილმა (63) ფრანგი მეტოქე, რომელიც რეიტინგში 32-ე ადგილზეა, 4 სეტში ანგარიშით 1:6, 6:2, 6:4, 6:1 დაამარცხა და ტურნირის 1/32-ფინალში გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე სერბი ვიქტორ ტროიცკი იქნება, რომელიც რეიტინგში 35-ე ადგილზეა.

1/32-ფინალური მატჩი 31 მაისს, ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ასეთი სტაბილური ნიკა მე არ მახსოვს,პირველი მოწოდებაც ძალიან ზუსტი და ძლიერი იყო.საუკეთესო ფორმაშია
besik61
30 მაისი 2017 16:46
0
მიდი ტელავი შენთანაა
nika
30 მაისი 2017 11:34
0
მაგრა ვბალეშიკობ ამ კაცს წარმატებები
ალეკო
29 მაისი 2017 21:23
0
ნიკა იბრძოლე სამკვდრო-სასიცოცხლოდ მაშინაც კი როცა იცი, რომ თამაში წაგებული გაქვს. წარმატებები, დიდი მოთამაშე გახდები.
თემო
29 მაისი 2017 19:40
0
ნიკამ ბოლო წელიწადში საგრძნობლად მოუმატა თამაშს,უფრო სტაბილურიც გახდა,რაც უკვე ზოგადად კლასის მომატების ნიშანია.სტაბილურობის მომატებს ხარჯზე,ნიკას წელსვე შეუძლია ოცეულში შესვლა,ან სულ მცირე,მასთან მჭიდროდ მიახლოება.დღევანდელ გამარჯვებას კი რა თქმა უნდა ვულოცავ ნიკას და სადაც 32-ე ნომერი,იქაც 35-ე.თუ ნიკამ ესეც გაიმარჯვა,ესე იგი ორმოცეული უკვე ათვისებული ექნება,ასე რომ წარმატებები ნიკას.
სოსო
29 მაისი 2017 19:31
0
საღოლ ტო!!!!
საქო აზარიან
29 მაისი 2017 18:26
0
რა საღოლ, რის საღოლ, როცა ქართველებს ამ სიტუაციის შესაფასებელი ძველი ქართული სიტყვა "ყოჩაღ" გვაქვს!!! ყოჩაღ ნიკოლოზ. ჩვენ გვჯერა შენი. საღოლ არა პროპკა.
gogi menabde
29 მაისი 2017 18:25
0
რა დროს 1/32 ფინალია :))))
ივანე
29 მაისი 2017 17:38
0
მიაწექი 1/8 ში უნდა გახვიდე ნადალის ძლევით
xox
29 მაისი 2017 17:35
0
Jigari xar
Giorgikosta
29 მაისი 2017 17:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული