როლან გაროსი: ერთნაირი ნადალი და ჯოკოვიჩი

AutoSharing Option
რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დამაჯერებელი ნაბიჯებით უახლოვდებიან ნახევარფინალში ურთიერთშეხვედრას. მთავარმა ფავორიტებმა ზუსტად ერთნაირი ანგარიშით (6:1, 6:4, 6:3) მოიგეს გუშინდელი მატჩები.

ესპანელს ფანტასტიკური სტატისტიკა ჰქონდა რობინ ჰაასეს წინააღმდეგ. ნადალმა 33 "ვინერსი" და მხოლოდ 13 უნებლიე შეცდომა დააგროვა, ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მას.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, ის პორტუგალიელ ჟოაო სოუზას ხვდებოდა და პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ, მეორეში 1:3 ჩამორჩა, მაგრამ მალე შეასრულა უკუბრეიკი. ეს სეტი სერბმა 73 წუთში მოიგო, მესამეში რამდენიმე ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.
ასე რომ, ჯერჯერობით, ნოვაკი ნადალივით უნაკლო არ არის.

როგორც ზემოთ გითხარით, ნადალი ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდება მესამე წრეში, ნოვაკის მეტოქე კი არგენტინელი დიეგო შვარცმანი იქნება.

* * *
დომინიკ ტიმს საამაყო აქვს ის, რომ ამ სეზონში ერთადერთია, ვისაც გრუნტზე ნადალი ჰყავს დამარცხებული. ავსტრიელმა 2 საათი და 22 წუთი მოანდომა სიმონე ბოლელის დამარცხებას, არადა, უფრო ადრე შეეძლო ყველაფრის მომთავრება, 30 (!) ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ექვსი გამოიყენა.

გუშინ, რეიტინგის სხვა ლიდერებსაც არ ჰქონიათ პრობლემები. მეხუთე ნომერმა მილოშ რაონიჩმა 25 ეისი ჩააწოდა როჟერიუ დუტრა სილვას წინააღმდეგ და მართალია, პირველი სეტი დათმო, მაგრამ შემდეგ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მომდევნო სამ სეტში მას ერთხელაც არ წაუგია საკუთარი გეიმი, თავად კი ოთხი ბრეიკი აიღო. მისი შემდეგი მეტოქე ესპანელი გილერმო გარსია ლოპესი იქნება.

დავილ გოფენმა 16 ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა უკრაინელი სერგეი სტახოვსკის წინააღმდეგ და მანაც ოთხ სეტში გაიმარჯვა. არგენტინელ ორასიო სებალიოსს 29 ეისი დაუგროვდა ივო კარლოვიჩის წინააღმდეგ. შეიძლება იმის თქმა, რომ სებალიოსმა ხორვატს მისივე იარაღით მოიგო.

კაცები
II წრე
ჯოკოვიჩი (სერ, 2)-სოუზა (პორ) 6:1, 6:4, 6:3
ნადალი (ესპ, 4)-ჰაასე (ჰოლ) 6:1, 6:4, 6:3
რაონიჩი (კან, 5)-დუტრა სილვა (ბრა) 4:6, 6:2, 6:3, 6:4
ტიმი (ავსტრია, 6)-ბოლელი (იტა) 7:5, 6:1, 6:3
გოფენი (ბელ, 10)-სტახოვსკი (უკრ) 6:2, 6:4, 3:6, 6:3
დიმიტროვი (ბულ, 11)-რობრედო (ესპ) 6:3, 6:4, 7:5
პუიე (საფ, 16)-ბელუჩი (ბრა) 7:6(5), 6:1, 6:2
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 17)-კუკუშკინი (ყაზ) 6:3, 3:6, 6:3, 7:6(3)
რამოსი (ესპ, 19)-ბონზი (საფ) 6:2, 6:1, 6:1
კარენო ბუსტა (ესპ, 20)-დანიელი (იაპ) 7:5, 6:4, 4:6, 6:0
სებალიოსი (არგ)-კარლოვიჩი (ხორ, 23) 7:6(5), 7:6(5), 6:3
ჯონსონი (აშშ, 25)-ჩორიჩი (ხორ) 6:2, 7:6(8), 3:6, 7:6(6)
გარსია ლოპესი (ესპ)-ტრუნგელიტი (არგ) 7:5, 6:4, 7:5
ვესელი (ჩეხ)-ბედენე (ბრიტ) 6:3, 6:3, 4:6, 6:3
ბასილაშვილი (საქ)-ტროიცკი (სერ) 7:6(3), 7:6(2), 7:6(6)
შვარცმანი (არგ)-ნაპოლიტანო (იტა) 6:3, 7:5, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი
ერთი სიტყვით დაწერეს, თან სათაური ასეთი შეურჩიეს: "ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლან გაროსის" მესამე წრეში გააღწია". ნუ ჯერ სათაური ხომ გამოხატავს იმ "პატივისცემას", რასაც სპორტალი იმეტებს ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელისთვის, რომელიც მარტო ცდილობს ქართული ჩოგბურთის სახელის გატანას მსოფლიოში. მეორე, იმდენი არც ჩოგბურთის ცოდნა აქვთ, არც ჩოგბურთის სპეციალისტს იცნობენ ვინმეს ვისთანაც შეიძლება ინტერვიუს ჩაწერა და თამაშის მიმოხილვა? დავიჯერო ჩოგბურთის ფედერაციისთვის რომ დაერეკა ამ საიტის პატივცემულ ჟურნალისტს უარს ეტყოდნენ? საერთოდ ძალიან დაბალი დონეა სპორტულ ჟურნალისტიკაში! არ მაინტერესებს არც ნადალი და არც ის მეათეჯერ მოიგებს თუ მეასედ როლან გაროსს! ამხელა სტატია იქნებ საკუთარი ქვეყნის შვილს დაუთმოთ? შენ თუ არ სცემ პატივს საკუთარ თანამემამულეს სხვას რაღა უნდა მოსთხოვო?
ლუკა
14:57 01-06-2017
0
ერთი სიტყვით მაინც რომ დაგეწერათ ბასილაშვილის მოგებაზე, არა???!!!
გიორგი
14:14 01-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული