"დღეს ჩოგბურთში ბევრი ლესბოსელია. როცა მე ვთამაშობდი, ასეთი სულ ორი იყო. ისინი ტურის ლიდერებს შორის იყვნენ და ახალგაზრდა გოგონებს საღამოებსა და წეულებებზე იწვევდნენ.
დღეს, ამ თემაზე ბევრი ლიტერატურა არსებობს, ბავშვებს ამ სისულელით უტენიან თავებს. და თუ ბავშვს არ ჰყავს მშობლები, რომლებიც მას სწორად აღზრდიან, მაშინ მან შეიძლება დაჩაგრულად იგრძნოს თავი. და იწყებს ფიქრს: "იქნებ გოგონა ვარ?" არადა, ის
74 წლის ექს-ჩოგბურთელის სიტყვებით, ერთსქესიანი ურთიერთობები და ქორწინებები ეშმაკისგან მოდის. "ეს იგივეა, რასაც ჰიტლერი და კომუნისტები აკეთებდნენ - აღწევდნენ ბავშვთა ქვეცნობიერში", - დაამატა კორტმა.
მარგარეტ კორტი ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელია ისტორიაში. მან 11-ჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა 1960-73 წლების პერიოდში, ხუთჯერ იმარჯვა როლან გაროსზე, სამჯერ - უიმბლდონზე და ხუთჯერ - აშშ-ის ღია პირველობაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"