ბასილაშვილი VS ნადალი - შეხვედრა "როლან გაროსის" რეკორდსმენთან

AutoSharing Option
დღეს, 2 ივნისს, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობაზე, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება. "როლან გაროსზე" 1/16-ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 15:00 სთ-ზეა დანიშნული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 68-ე ადგილზეა, რაფაელ ნადალს (4) აქამდე არასდროს დაპირისპირებია.

30 წლის ესპანელმა, რომელსაც "როლან გაროსზე" სარეკორდო - ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული (2005-08, 2010-14 წლები), მიმდინარე ტურნირზე პირველი ორი შეხვედრა, ბენუა პერსა და რობინ ჰაასესთან, იოლად მოიგო.

რაც შეეხება 25 წლის ქართველ ჩოგბურთელს, ბასილაშვილმა, რომელიც კარიერაში მესამედ გამოდის
"როლან გაროსზე", წელს პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი (32) დაამარცხა, მეორეში კი სერბ ვიქტორ ტროიცკის (38) სძლია.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალა აღმართს ხნავსო ნათქვამია..
პაატა
02 ივნისი 2017 17:03
0
მეც მგონია რომ მომატების რესურსი ჯერ არ ამოუწურავს ბასილაშვილს.ყოველშემთხვევაში ოცეულისკენ ნამდვილად შეუძლია სტაბილურად დამკვიდრდეს.ნადალი ეხლა ძალიან მაგარ ფორმაშია.
პაატა
02 ივნისი 2017 17:01
0
მიუხედავად ასეთი წაგებისა(რომელსაც ყველა ელოდა კიდეც)მაინც მაგარია ბასილაშვილი...მთავარია მასში აშკარა პროგრესი ჩანს.წარმატებებს ვუსურვებ!!!
levani zesta
02 ივნისი 2017 16:48
0
ეჰჰჰ.. რაღა ნადალი შეხვდა 1/16 ფინალში. ბედი უნდა ყველაფერს რა!
....
02 ივნისი 2017 16:33
0
ლინკი დადეთ ვინმემ რა
lashaaaaa
02 ივნისი 2017 15:18
0
ევროსპორტზე იწყება!!!! ნიკოლოზ წარმატება!!!
დათო
02 ივნისი 2017 15:03
0
ეუროსპორტ-ზე (1და2) გადაიცემა როლან გაროსი. ნადალს ყოველთვის აჩვენებენ. წარმატებები ნიკოლოზს! გაიხაროს დღეს ისევე, როგორც ჩვენ გაგვახარა აქამდე!
alexandre
02 ივნისი 2017 14:55
0
წარმატებები ნიკოლოზს.
*
02 ივნისი 2017 14:31
0
მართლაც და სადმე რამე ლინკი თუ მოიპოვება და იცით ვინმემ, გაგვიზიარეთ დანარჩენებსაც
გიორგი
02 ივნისი 2017 14:27
0
რომელ არხებზე შეიძლება ყურება მითხარით რა
Rezi
02 ივნისი 2017 14:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული