პრობლემები სვიტოლინასაც ჰქონდა. მან წინა მატჩი პეტრა მარტიჩთან 2:5-დან გადაარჩინა და თითქოს იმ შეხვედრაში აღებული ტემპი ჰალეპთან მატჩში გადმოჰყვა -
უკრაინელმა მეორე სეტიც შთამბეჭდავად დაიწყო და 20 წუთის შემდეგ, თითქმის გარანტირებული ჰქონდა მოგება - 5:1. ჰალეპი საერთოდ დაკარგული ჩანდა კორტზე, მაგრამ, როცა მისმა მეტოქემ სულ რაღაც ორი შეცდომა დაუშვა, ჰალეპმა შეტევაზე გადასვლის მომენტი იგრძნო. მან დაუჯერებელი რამ ჩაიდინა და ანგარიში გაათანაბრა. თამაში ტაი-ბრეიკზე გაგრძელდა, რომელშიც ელინა 4:2 დაწინაურდა. მას 6:5-ზე მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ ჰალეპმა აქაც გადაირჩინა თავი, რითაც საბოლოოდ გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა.
გადამწყვეტი პარტია მხოლოდ 20 წუთი გაგრძელდა და სიმონამ "მშრალი" ანგარიშით აიღო სეტი. ნახევარფინალში ის კაროლინა პლიშკოვას შეხვდება, რომელმაც ფრანგი გულშემატკივრების ბოლო იმედი - კაროლინ გარსია გამოთიშა ბრძოლას. თუ ნახევარფინალს ჩეხი მოიგებს, ის გახდება მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი, ჰალეპს კი ტიტულის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ კლასიფიკაციაში ანჟელიკ კერბერს გაუსწროს.
ქალები
1/4 ფინალი
ჰალეპი (რუმ, 3)-სვიტოლინა (უკრ, 5) 3:6, 7:6, 6:0
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 2)-გარსია (საფ, 28) 7:6, 6:4
1/2 ფინალი
ოსტაპენკო (ლატ)-ბაშჩინსკი (შვეიც, 30)
ჰალეპი (რუმ, 3)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 2)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"