ლონდონის სასამართლომ "დიდი სლემის" ტურნირების 6-გზის ჩემპიონს არ მისცა საშუალება - მოეგვარებინა ვალებთან დაკავშირებული პრობლემები. თავად გერმანელი სასამართლოს არ ესწრებოდა.
ბეკერის ადვოკატები ითხოვდნენ განაჩენის გამოტანის 28 დღით გადავადებას, რათა ჩოგბურთელს მოესწრო ესპანეთში უძრავი ქონების 6 მილიონ ევროდ გაყიდვა და დიდ ბრიტანეთში საბანკო ვალებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, მაგრამ სასამართლომ ეს თხოვნა უარყო.
ბორის ბეკერი 2013-16 წლებში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი იყო. ამ პერიოდში ჯოკოვიჩმა ექვსჯერ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"