ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა დაასრულა
AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (51) წარუმატებლად იასპარეზა ანტალიის (თურქეთი) ღია პირველობაზე, რომლის საპრიზო ფონდიც 440 ათასი ამერიკული დოლარია.
პირველ წრეში ჩვენებური 32 წლის კვიპროსელ მარკოს ბაღდატისთან (79) ორ სეტში დამარცხდა - 2:6, 1:6.
კვიპროსელი, რა თქმა უნდა, კარგი ჩოგბურთელია, მაგრამ მას 17 იანვრის მერე არ მოუგია. ამით მან ერთეულებში 8-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.