ბერლოკისა და ბასილაშვილის მატჩი ლონდონში 3 ივლისს გაიმართება. მათ აქამდე ერთმანეთში არ უთამაშიათ. ბერლოკის ფავორიტი საფარი თიხნარია. ამიტომად ბალახის კორტები მისთვის არც ისე სასურველია - უიმბლდონის ძირითად ბადეში მან 7-ჯერ ითამაშა და შვიდჯერვე პირველ ეტაპზე დამარცხდა.
ბერლოკი მსოფლიოს მე-80 ჩოგანია, ხოლო ბასილაშვილი - 51-ე. წლევანდელი ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 35 მილიონი ევროა.
პირველ წრეში გამარჯვებული 45 სარეიტინგო ქულასა და 65 ათას ევროს მიიღებს.