ოქსანა კალაშნიკოვა დიდ ბრიტანეთში (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) თამაშობდა. წყვილებში ამერიკელ მარია სანჩესთან ერთად სტარტზე მან ქსინიუნ ჰამსა (ჩინეთი) და ევგენია როდინას (რუსეთი) აჯობა - 6:4, 3:6, 10:4, მაგრამ ნახევარფინალში ვიქტორია გოლუბიჩისა (შვეიცარია) და ლიუდმილა კიჩენოკის (უკრაინა) დუეტთან დამარცხდა - 2:6, 4:6.
სოფიო შაფათავა პოლონური ტორუნის 25.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს. წყვილებში ჩვენებურმა და ქსენია პალკინამ (ყირგიზეთი) წარმატებით განვლეს ორი წრე, მაგრამ ნახევარფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებს - ვერა ლარკოსა (ბელორუსი) და
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი ამჟამად იტალიის დედაქალაქში იმყოფება და 60.000-იან ტურნირში გამოდის. გუშინ წყვილებში სერბ იოანა ჯაკსიჩთან შეამხანაგებულმა სტარტზე აკგულ ამანმურადოვასა (უზბეკეთი) და ანასტასია გრიმალსკას (იტალია) მოუგო - 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მარიანა მარინოსა (კოლუმბია) და დანიელა სეგუელის (ჩილე) შეხვდება.
ჩილელ-კოლუმბიელის დუეტმა პირველ წრეში პია კონიგი (ავსტრია) და ნატალია კოსტიჩი (სერბეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:7, 10:6. ერთეულებში შაფათავა დღეს მარტინა დი ჯუზეპეს (იტალია) დაუპირისპირდება.
ორი ქართველი დღეს სტამბოლის 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება. ეკატერინე გორგოძე ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და სტარტზე ფრანგ მანონ პერას გამოცდის. განთესვით მეორე ნომერია მარიამ ბოლქვაძე. პირველ წრეში მას მეტოქეობას ლიტველი პაულინა ბაკაიტე გაუწევს.
პირველ ნომრადაა განთესილი გორგოძისა და ბოლქვაძის დუეტი. მეოთხედფინალში ჩვენები ბოიანა მარინკოვიჩსა (სერბეთი) და კერსტინ პესკის (ავსტრია) შეხვდებიან.
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიო კლასიფიკაციაში ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:
ქალები
ერთეულები. 220 (217). სოფიო შაფათავა (252), 409 (302). ეკატერინე გორგოძე (90), 488 (478). მარიამ ბოლქვაძე (65), 713 (708), სოფიო ქვაცაბაია (27), 880 (872). ოქსანა კალაშნიკოვა (14).
წყვილები. 85 (88). ოქსანა კალაშნიკოვა (975). 248 (242). სოფიო შაფათავა (260), 255 (251). ეკატერინე გორგოძე (245), 576 (569). სოფიო ქვაცაბაია (67), 584 (572). მარიამ ბოლქვაძე (65), 733 (725). თათია მიქაძე (37), 1101 (1088). სალომე დევიძე (11), 1284 (1268). ლანა კენჭიაშვილი (3).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"