პირველ სეტში ჩვენებურმა ბოლოს 4:5-ზე დათმო თავისი მოწოდება და ისე წააგო. მეორე სეტში კი პირიქით მოხდა - ამერიკელმა სწორედ 4:5-ზე დაკარგა თავისი მოწოდება და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.
მესამე სეტში 3:4-ზე ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ დაკარგა თავისი მოწოდება, სეტი ამერიკელმა 6:3 მოიგო. გადამწყვეტი, მე-4 სეტიც 24-ე ნომრად განთესილი ჩოგბურთელის მოგებით დასრულდა - 6:3.
საერთო ჯამში, თამაში
შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ჩვენებურმა არგენტინელ კარლოს ბერლოკს მოუგო სამ სეტში, რითაც 45 სარეიტინგო ქულა და 65 ათასი ევრო გამოიმუშავა. უიმბლდონის ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 35 მილიონი ევროა.