ჩოგბურთი. უიმბლდონი. III დღე: სამარცხვინო რუსი

AutoSharing Option
სკანდალით დასრულდა ერთი შეხვედრა მამაკაცთა ტურნირიდან. თავი შეირცხვინა რუსმა დენის მედვედევმა. მან პირველ წრეში მთავარი სენსაცია მოახდინა, როცა სტენ ვავრინკა გამოთიშა ბრძოლას.

ამ მოგების შემდეგ, რუსებს ახალი კერპი გაუჩნდათ, მედვედევმაც ირწმუნა, რომ ყოვლის შემძლე იყო, ამიტომაც ვერ გადაიტანა ბელგიელ რუბენ ბემელმანსთან წაგება.

მეხუთე სეტში რუსმა მთავარი მსაჯის გამოცვლა მოითხოვა. 2:1-ზე, მედვედევმა საკუთარი მოწოდება წააგო და ამის შემდეგ უთხრა არბიტრ მარიან ალვეშს: "მოიწვიეთ სუპერვაიზერი. მგონია, რომ რაღაც გაქვთ ჩემი საწინააღმდეგო. მინდა მსაჯი შეიცვალოს".

სუპერვაიზერთან საუბრის შემდეგ, ჩოგბურთელები კორტზე დაბრუნდნენ, მედვედევი ერთი
ქულით დასაჯეს. რუსმა წააგო - 4:6, 2:6, 6:3, 6:2, 3:6 და როცა კორტს ტოვებდა, ალვეშს ხელი ჩამოართვა, მაგრამ შემდეგ, ჩანთიდან მონეტები ამოიღო და მსაჯის კოშკურისკენ ისროლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული