უიმბლდონის ტურნირზე ყველაზე სწრაფი მოწოდება ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს

AutoSharing Option
უიმბლდონის ტურნირის პირველი ორი წრის დასრულების შემდეგ ყველაზე სწრაფი მოწოდება ნიკოლოზ ბასილაშვილმა დააფიქსირა ერთეულთა თანრიგში - 143 მილი/საათში (230 კმ/სთ).

ეს მოხდა სემ კუერისთან შეხვედრაში, რომელიც ქართველმა 4 სეტში წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ჩვენებური უსწრებს მილოშ რაონიჩს (142 მლ/სთ) და დომინიკ ტიმს (139). ჩვენებურის მიღწევა მოულოდნელია, რადგან ის სწრაფი მოწოდებებით დიდად არ გამოირჩევა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მოწოდება დააფიქსირა სემ გროტმა კორეაში - 2012 წელს - 263 კმ/სთ.

აქვე გეტყვით,
რომ წლევანდელი უიმბლდონის შედეგები საკმარისი არ იქნება ქართველი ჩოგბურთელისთვის, რომ ტოპ-50-ში შევიდეს, თუ არაფერი შეიცვალა, ნიკოლოზი 51-ე ადგილზე გადაინაცვლებს 17 ივლისის რეიტინგში და საკუთარ საუკეთესო მიღწევას გაიმეორებს.

ბასილაშვილი რეიტინგის "ლაივ" ცხრილში ფრანგმა ადრიან მანარინომ ჩამოიტოვა, როცა II წრის მატჩში იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული