
I წრეში ქართველი ჩოგბურთელი მე-9 ნომრად განთესილ ორასიო სებალიოსს (56) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 3:6. ჩვენებურმა სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება (ორჯერ პირველ სეტში), მატჩი კი სულ საათსა და 5 წუთს გაგრძელდა.
სებალიოსი მომდევნო წრეში უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს დაუპირისპირდება, ხოლო ჩვენებური მონაწილეობისთვის 4,8 ათას ევროს მიიღებს.