50 მილიონი - ამერიკამ რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
"დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირის - აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ახალი რეკორდი დაამყარეს. 2017 წელს, ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 50.4 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც აქამდე არც ერთ ტურნირზე არ დარიგებულა.

ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულები (ქალებშიც და მამაკაცებშიც) 3.7 მილიონ დოლარს მიიღებენ, ფინალისტები - 1.825 მილიონს, ნახევარფინალისტები - 920 ათას დოლარს.

წყვილებში გამარჯვებულებს ერგებათ - 675 ათასი დოლარი, ფინალისტებს - 340 ათასი.

შედარებისთვის, 2016 წელს აშშ-ის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 46.3 მილიონი დოლარი იყო.

აშშ-ის ღია პირველობა 28 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს
დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული