პრეზიდენტიც გახდა და ფინალისტიც

AutoSharing Option
ძნელი სათქმელია, გორის ჩოგბურთში დასადგურებული უმოქმედობის თაობაზე ჩვენი კრიტიკული წერილის გამო მოხდა, თუ უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ გორის სპორტის მესვეურთა ჩოგბურთის კორტებზე სტუმრობა და იქ ტურნირის გამართვა რომ ჩვენს მიერ SOS რუბრიკით ამ სამი კვირის წინათ ("ლელო", 29 აგვისტო) გამოქვეყნებულ წერილს დროის მცირე მონაკვეთში რომ მოჰყვა, ფაქტია.

ისე, სასიხარულოა, თუ ქალაქში ასე საქმიანად რეაგირებენ კრიტიკაზე. მოკლედ, რამდენიმე დღეა, რაც ჩატარდა წელიწადზე მეტი ხნით აბსოლიტურად უმოქმედო და უპრეზიდენტოდ დარჩენილი შიდა ქართლის ჩოგბურთის რეგიონალური ფედერაციის სხდომა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარდგენით პრეზიდენტად აირჩიეს ანატოლი ავაზნელი.
ახალმა პრეზიდენტმა უმალვე კორტებზე გუბერნატორის თასის გათამაშება ჩაატარა. შეჯიბრებაში პრეზიდენტმა თავადაც მიიღო მონაწილეობა და ფინალშიც გააღწია. ავაზნელს გადამწყვეტი შეხვედრა უნივერსიადის შარშანდელმა პრიზიორმა გიგა პაპუაშვილმა მოუგო. საუკეთესოები გაირკვა გოგონებშიც.

ფინალში ლიკა მესროპაშვილს ხატია გოგოლაძე დაუპირისპირდა და დაამარცხა კიდეც. შეჯიბრებაში ოცამდე ჩოგბურთელი ასპარეზობდა. თითქმის ყველა მათგანი ადგილობრივი მწვრთნელის ნუგზარ კოპაძის შეგირდები არიან. ახალმა პრეზიდენტმა როგორც გოგონათა ისე ვაჟთა შორის საუკეთესო სამ-სამ სპორტსმენს ჩოგნები გადასცა საჩუქრად, გამარჯვებულები პაპუაშვილი და გოგოლაძე კი თასებით და 150-150 ლარით დააჯილდოვა.

ფოტოზე: გიგა პაპუაშვილი - ტურნირის გამარჯვებული

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული