სამპრასს ფედერერისა სჯერა

AutoSharing Option
ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს პიტ სამპრასს ეჭვი არ ეპარება, რომ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი კიდევ არაერთხელ მოიგებს უიმბლდონს.
"ჩემი აზრით, როჯერი იმდენ ტიტულს მოიგებს, რომ მისი რეკორდის გაუმჯობესება შეუძლებელი გახდება. დიდი ხანი მე ვიყავი საუკეთესო ბალახის კორტებზე, ახლა კი იქ ფედერერი ბატონობს.

გამორიცხული არ არის, რომ მან ლონდონში მერვე და მეცხრე ტიტული მოიგოს და მარტინა ნავრატილოვას რეკორდი გაიმეოროს. მისთვის მეათე ტიტულიც არ იქნება პრობლემა. უბრალოდ, ამისთვის დრო არის საჭირო", - მიაჩნია პიტ სამპრასს, რომელსაც უიმბლდონზე შვიდჯერ გაუმარჯვია.
ამერიკელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ
ფედერერი დღესაც ნებისმიერ ტურნირზე მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. თანაც, გამარჯვებებს როჯერზე, როგორც ადამიანზე უარყოფითად არ უმოქმედია. პიტი ვერ ამჩნევს შვეიცარიელში ვარსკვლავურ ავადმყოფობას.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიოს მეორე ჩოგანს უიმბლდონის 6 ტიტული აქვს.
გია თვალაბეიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული