როგორც ცნობილია, მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში გასასვლელად თავისი ლიდერის - რაფაელ ნადალის გარეშე ითამაშებს. რაფა უიმბლდონის შემდეგ დასვენებასა და ამერიკის ღია პირველობისთვის უკეთესად მომზადებას აპირებს.
მსოფლიოს პირველი ჩოგანის არყოფნაში ალბერტ კოსტას გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: ფერნანდო ვერდასკო, დავიდ ფერერი, ნიკოლას ალმაგრო და ფელისიანო ლოპესი.
შემადგენლობა დაასახელა ესპანელთა მეტოქის - საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა გი ფორჟემ. მან არჩევანი ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელებზე შეაჩერა. ესენი არიან: ჟო-ვილფრიდ ცონგა, გაელ
საფრანგეთი ამ მეოთხედფინალში მასპინძელია - 9-11 ივლისს ის კლერმონ-ფერანში მიიღებს ესპანეთს.