დევისის თასი 2010 - თეიმურაზ გაბაშვილი რუსეთის სახელით არგენტინის წინააღმდეგ...

AutoSharing Option

საინტერესო მატჩი იქნება მოსკოვში, სადაც რუსეთის ნაკრები არგენტინას უმასპინძლებს. თუ ხუან მარტინ დელ პოტროს არ ჩავთვლით, ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება ამ შეხვედრას.
რუსეთის ნაკრების კაპიტანმა შამილ ტარპიშჩევმა გუნდში უხმო ნიკოლაი დავიდენკოს, მიხაილ იუჟნის, თეიმურაზ გაბაშვილსა და იგორ კუნიცინს. არგენტინელების ლიდერი იქნება მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დავიდ ნალბანდიანი, რომელმაც ტრავმების გამო როლან გაროსი და უიმბლდონი გამოტოვა, თუმცა დევისის თასის მატჩისთვის ასწრებს გამოჯანმრთელებას. ნალბანდიანის გარდა, სამხრეთამერიკელთა კაპიტანმა ტიტო ვასკესმა გუნდში გამოუძახა ორასიო სებალიოსს, ედუარდო შვანკსა და ლეონარდო მაიერს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული