ყველამ წააგო

AutoSharing Option
ვერ არის კარგ ფორმაში საქართველოს მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა (160). უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხელის მოცარვის შემდეგ ჩვენებურმა ორ შვედურ ტურნირზე ვერ იყოჩაღა. გუშინ ისტადში ოქსანა (რომელიც მე-3 ნომრად იყო განთესილი) ისრაელის წარმომადგენელ იულია გლუშკოსთან (346) დამარცხდა - 0:6, 6:4, 2:6. ამავე ეტაპზე წააგო სოფიო ქვაცაბაიამ (426), რომლის მეტოქეც მე-7 ნომრად განთესილი სლოვაკი ლენკა ვიენეროვა (284) იყო - 1:6, 6:3, 1:6. არადა ჩვენებურებს რომ ემარჯვათ, ისტადში ქართულ მეოთხედფინალს ვიხილავდით. ისინი ტურნირის წყვილთა ბადესაც დაემშვიდობნენ, კალაშნიკოვასა და ჰეიდი ელ ტაბახის (კანადა)
წყვილი მე-2 ნომრად იყო განთესილი, მათ მეოთხედფინალში უკრაინელებთან (ტეტიანა არეფიევა, ანასტასია ლიტოვჩენკო) დათმეს - 0:6, 3:6. მე-4 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ და ვივიან სენინიმ (ბრაზილია) ამავე ეტაპზე რუსულ-ბრაზიურ დუეტთან (კარინა პიმკინა, ფერნანდა ერმენეჟილდო) წააგეს - 1:6, 4:6. შეგახსენებთ, რომ ისტადის "სვედიშ ლეიდის ოუფენი" 25-ათასიანი ტურნირია.
პოლონეთის ქალაქ ტორუნში (25 ათასი დოლარი) მოულოდნელად პირველივე წრეში წააგო მანანა შაფაქიძემ (400), მან საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებულ მასპინძელ ბარბარა სობაშკიევიჩს (883) ვერაფერი დაუპირისპირა - 1:6, 0:6.

ნიკოლოზ ნეფარიძე



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული