ძირითად ბადეში 14 ჩვენებური ჩაება. გუშინდელი პირველი წრის შემდეგ შეჯიბრებას ოთხი მათგანი შემორჩა. მეორე ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ ძალების დაუძაბავად სძლია თანამემამულე ანი გოგვაძეს - 6:1, 6:4, ნათია გეგიამ გერმანელი რია საბეი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:3, ლანა როსტიაშვილმა და ესთერ სარქისიანმა უშანსოდ წააგეს, შესაბამისად, პირველ ნომრად განთესილ იულია კალაბინასთან (რუსეთი, 0:6, 0:6) და იასმინე ჰანტოსთან (ავსტრალია, 1:6, 1:6).
უკრაინის სახელით მოასპარეზე სოფიკო ქაჯაიამ თბილისელ ბაბილინა მაჩაიძეს
პირველი წრის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ევგენია პაშკოვა (რუსეთი) - მარიამ ბოლქვაძე - 6:4, 7:5, ტერეზა კლეინშტეუბერი (გერმანია) - მარიამ გოგელაშვილი 6:0, 6:1, ანასტასია შესტაკოვა (უკრაინა) - ირინე ყარანგოზიშვილი 6:2, 6:3, ანი ამირაგიანი (სომხეთი) - თამარ ჭალაგანიძე 6:1, 6:1, ოლგა იანჩუკი (უკრაინა) - სუზანა გრიგორიანი (რუსეთი) 6:3, 6:0, მარგალიტა ჭიჭაშვილი - კლეოპატრა ქარუმაშვილი 6:3, 6:4, ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა) - ალიონა ფომინა (უკრაინა) 6:2, 6:3, ანა შკუდუნი (უკრაინა) - იულია ჰელბეტი (მოლდოვა) 6:1, 6:2, განა როზნიხირენკო (უკრაინა) - ეკატერინა წიკლაური (რუსეთი) 6:0, 6:1, ვიქტორია ლუშკოვა (უკრაინა) - მარიამ დოლაშვილი (უკრაინა) 6:1, 7:6.
გამარჯვებულები მეორე წრეში ასე დაწყვილდნენ: კალაბინა (1) - ჰანტოსი, ქაჯაია - გორგოძე (6), პაშკოვა (4) - კლეინშტეუბერი, შესტაკოვა - ამირაგიანი (8), ო. იანჩუკი (5) - გეგია, ჭიჭაშვილი - ე. იანჩუკი (3), შკუდუნი (7) - როზნიხირენკო, ლუშკოვა - ქვაცაბაია (2).
წყვილებში 18 სექტემბერს პირველი წრის ოთხი შეხვედრა გაიმართა: გოგვაძე, წიკლაური - როსტიაშვილი, ჰანტოსი 6:3, 6:1, ჰელბეტი, ქაჯაია - გრიგორიანი, მაჩაიძე 6:2, 6:3, ბოლქვაძე, ერისთავი - სარქისიანი, ჭიჭაშვილი 6:1, 6:3, ფომინა, შკუდენი - ჭალაგანიძე, შესტაკოვა 6:2, 6:1.
ყაზახური ჩიმკენტის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი) ძირითად ბადეში გამოდიოდა ოქსანა კალაშნიკოვა, მაგრამ ასპარეზობის სტარტზე მე-6 ნომრად განთესილ ჟუსტინა ჟეგიოლკასთან (პოლონეთი) დამარცხდა - 6:7, 6:1, 3:6.
ფრანგული საინტ-მალოს 25 000-იან ტურნირში სცდიდა ძალებს მაკა ჩახნაშვილი, მაგრამ პირველსავე წრეში მანაც მე-6 ნომრად განთესილ ალისონ ვან იუტვანსკისთან (ბელგია) სამ სეტში დათმო შეხვედრა - 6:3, 2:6, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"