ანა ტატიშვილი მსოფლიოს რეიტინგში 50-ეა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, როგორც გაუწყეთ, ტრავმების გამო სეზონის ნაადრევი დასრულება გადაწყვიტა. მის აქტივშია 1162 ქულა.

წინა კვირის მონაცემებით, ჩვენებურმა კვლავ 50-ე ადგილზე აინაცვლა, რადგან ესპანელი ანაბელ მედინა გარიგესი 11 ადგილით ჩამოქვეითდა და ანას 2 ქულით ჩამორჩება.

WTA-ს განახლებულ რეიტინგში შვიდი ქართველიღა ფიგურირებს. ტატიშვილის გარდა, კლასიფიკაციაში არიან: 283 (284) სოფიო შაფავათა - 174 ქულა. 375 (327) მაკა ჩახნაშვილი - 106, 391 (391) სოფიო ქვაცაბაია - 98, 457 (456) ეკატერინე გორგოძე - 74, 536 (539) ოქსანა კალაშნიკოვა - 52, 660 (656)
ნათია გეგია
- 33.

ამჯერად რეიტინგში ადგილი დაკარგა ანი გოგვაძემ, რომელიც წინა კვირას 3 ქულით 1158-ე ადგილზე იყო. ამ დღეებში გოგვაძე თამარ ჭალაგანიძესთან ერთად აშქელონში (ისრაელი) იმყოფება და ქალთა 10 000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.

ძირითადი ბადის პირველ წრეში იგი სოფია ვაინბერგს (რუსეთი) დაუპირისპირდება.

ჭალაგანიძე ერთეულთა შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება და სტარტზევე მასპინძელ იანა ტშაევთან დამარცხდა - 6:1, 3:6, 3:6.

ჩვენმა გოგონებმა ვერც წყვილებში იყოჩაღეს: ჭალაგანიძე და უკრაინელი ქრისტინა კაზიმოვა ეკატერინა ტოურსა (ისრაელი) და ალექსანდრა ტრესკუნოვას (რუსეთი) დანებდნენ - 3:6, 5:7, ხოლო გოგვაძე - ალექსანდრა პისკუნის (უკრაინა) დუეტმა კსენია კირილოვას (რუსეთი) და ანასტასია ვასილევას (უკრაინა) წყვილთან წააგო - 1:6, 0:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული