ანა ტატიშვილი რეიტინგში საფეხურით ჩამოქვეითდა

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც ტრავმების გამო ბოლო ხანს შეჯიბრებებში არ მონაწილეობს, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) ახალი რეიტინგით 50-ე ადგილიდან ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა და 1140 ქულით დღეისთვის 51-ეა. მას ესპანელმა ანაბელ მედინა გარიგესმა გაუსწრო.

კლასიფიკაციის სათავეში 10595 ქულით კვლავ ბელორუსი ვიქტორია აზარენკაა. დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელთა მონაცემები ასეთია: 286 (283). სოფიო შაფათავა (171 ქულა), 395 (375). მარგალიტა ჩახნაშვილი (93). 399 (391). სოფიო ქვაცაბაია (93). 465 (457). ეკატერინე გორგოძე (71). 541 (536). ოქსანა კალაშნიკოვა (52). 660 (660). ნათია გეგია (33).
ისევ რეიტინგს გარეთ დარჩნენ თამარ ჭალაგანიძე და ანი გოგვაძე, რომლებიც ისრაელში ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი) ჩაებნენ.

ჭალაგანიძე საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას - მასპინძელ ესთერ მასურისთან დამარცხდა - 1:6, 1:6, გოგვაძემ კი ორი ეტაპი განვლო - ჯერ მე-15 ნომრად განთესილ სერბ ადელინა ნოვჩიჩს სძლია 6:2, 7:6, შემდეგ მააიან სელას (ისრაელი) აჯობა - 2:6, 6:0, 6:4. ძირითად ბადეში გასასვლელი კი რუს ეკატერინა იაშინასთან (#3) დათმო - 2:6, 1:6.

სტამბულის 25 000-იან ტურნირში ასპარეზობენ სოფიო შაფათავა და მაკა ჩახნაშვილი. ძირითადი ბადის პირველ წრეში შაფათავა ასპარეზობის რეიტინგფავორიტ იულია ბეიგელციმერს (უკრაინა) დაუპირისპირდება, ხოლო ჩახნაშვილი ამრა სადკოვიჩს (შვეიცარია, #3) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ჩახნაშვილი-შაფათავას დუეტმა სტარტზე თურქებს - გიზემ მელისა ატესსა და ნაზ კარაგოზს სძლია 6:2, 6:1. მეოთხედფინალში ჩვენებურები მე-2 ნომრად განთესილ ანასტასია გრიმალსკა (იტალია) - ევგენია პაშკოვას (რუსეთი) და ამრა სადიკოვიჩი (შვეიცარია) - ჟასმინა ტინჯიშს (ბოსნია) შორის უძლიერესს შეეჯიბრებიან.

ვაჟებში ორი საფეხურით ჩამოქვეითდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 142 ქულით 307-ე ადგილზეა. იგი გერმანიაში ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 30 000 დოლარი) ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველსავე წრეში მასპინძელ მაქსიმილიან აბელთან დამარცხდა - 7:5, 2:6, 0:6.

ბასილაშვილის მსგავსად, კლასიფიკაციაში სარეიტინგო მდგომარეობა გაიუარესეს სხვა ქართველმა ჩოგბურთელებმაც: 919 (917). ალექსანდრე მეტრეველი (11), 1351 (132). გიორგი ცივაძე (2), 1145 (1108). გიორგი ჯავახიშვილი (2 ქულა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული