სოფიო შაფათავამ სტამბულის ტურნირზე ფავორიტს აჯობა

AutoSharing Option
სტამბულში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი), პირველ ნომრად განთესეს 29 წლის უკრაინელი იულია ბეიგელციმერი. იგი WTA-ს რეიტინგით ამჟამად 170-ეა (2006 წლის 25 სექტემბრისთვის კი საუკეთესო ასეულში იყო და კლასიფიკაციაში 83-ე ადგილი ეკავა).

ასპარეზობის სტარტზე მას 23 წლის სოფიო შაფათავა დაუპირისპირდა, რომელიც რეიტინგით 286-ე საფეხურზე იმყოფება. ცხადია ამ წყვილშიც ფავორიტად უკრაინელს მიიჩნევდნენ. ბეიგელციმერმაც პირველი ხელი 6:4 მოიგო, მაგრამ მერე შაფათავამ შეძლო ძალების მობილიზება და მეტოქეს წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა - 6:1, 6:0.

მეორე წრეში ჩვენებური რუსი იულია
კალაბინას მძლეველ (6:4, 6:4) ნიგინა აბდურაიმოვასთან გაარკვევს ურთიერთობას.

თანამემამულეს მხარი ვერ აუბა მაკა ჩახნაშვილმა, რომელმაც ორ სეტში დათმო შეხვედრა მესამე ნომრად განთესილ ამრა სადიკოვიჩთან (შვეიცარია) - 3:6, 4:6.

მაკას რევანშის შანსი, შესაძლოა, წყვილებში მიეცეს, სადიკოვიჩი ბოსნიელ ჟასმინა ტინჯიჩთან ერთად დუეტში მე-2 ნომრად განთესილ ანასტასია გრიმალსკა (იტალია)-ევგენია პაშკოვას ბარიერს თუ გადალახავს. ჩახნაშვილმა და შაფათავამ, როგორც გაუწყეთ, პირველ წრეში მასპინძლები - გიზემ მელისა ატესი და ნაზ კარაგოზი დაჯაბნეს - 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული