ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიაში ზედიზედ ორი ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ორი კვი­რაა, ქარ­თ­ვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ან­ტა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა და შეხ­ვედ­რას შეხ­ვედ­რა­ზე იგებს.

წი­ნა კვი­რას მან ვაჟ­თა 10 000-იან სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას, 18 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლა მო­ი­პო­ვა და 164 ქუ­ლით 284-ე (მის­თ­ვის სა­რე­კორ­დო) ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვ­ლა.

26 დეკემბერს ჩვე­ნე­ბურ­მა თურ­ქულ სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ­ში კი­დევ ერთ 10 000-იან ტურ­ნირ­ში იზე­ი­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბა: ზე­დი­ზედ სა­მი მე­ტო­ქის ჩა­მო­შო­რე­ბის შემ­დეგ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გერ­მა­ნე­ლი მა­თი­ას ვუ­ნე­რი და­ა­მარ­ცხა - 6:2, 6:1, გა­დამ­წყ­ვეტ პა­ექ­რო­ბა­ში კი ფრან­გი რო­მან ჟუ­ა­ნის (მე-2 ნო­მე­რი) მძლე­ველ მე-5 ნომ­რად გან­თე­სილ ეს­პა­ნელს - გი­ლერ­მო ოლა­სოს და­აყ­რე­ვი­ნა ფარ-ხმა­ლი -
6:2, 6:2 (წი­ნა ტურ­ნირ­ზე მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში აჯო­ბა) და რე­ი­ტინ­გ­ში კი­დევ 18 ქუ­ლა შე­ი­მა­ტა, რაც მომ­დევ­ნო ორ­შა­ბა­თის­თ­ვის და­ე­რიცხე­ბა.

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ან­ტა­ლი­ა­ში რჩე­ბა და 18 დეკემბრიდან კი­დევ ერთ 10 000-იან ტურ­ნირ­ში ჩა­ებ­მე­ბა, სა­დაც ისევ პირ­ველ ნომ­რა­დაა გან­თე­სი­ლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიკოლოზ გილოცავ.ვაჟთა ჩოგბურთში საქართველოს ერთადერთი იმედი ხარ.
sport
14:06 17-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული