ქართველმა ჩოგბურთელებმა ინდურ პუნესა და თურქულ სტამბულში ასპარეზობა კარგად დაიწყეს

AutoSharing Option
ინდურ პუნესა და თურქულ სტამბულში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირები, რომელთა საპრიზო ფონდი, შესაბამისად, 25 000 და 10 000 დოლარია.

ინდოეთში ოქსანა კალაშნიკოვა ასპარეზობს. ძირითადი ბადის სტარტზე თბილისელმა ჩოგბურთელმა მასპინძელ ნატაშა პალიას სძლია 6:0, 7:5 და მეორე წრეში თურქ ბასაკ ერაიდინს დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა მე-5 ნომრად განთესილი შვეიცარიელი კონი პურინი ჩამოიშორა გზიდან - 4:6, 6:4, 6:2.

სტამბულში წარმატებით აიღეს სტარტი სოფიო ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ.

მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ პირველ წრეში რუმინელ ქრისტინა ადამესკუს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:1, 6:1, ხოლო
გორგოძემ თურქ მელის ბაირაქტაროგლუს აჯობა - 6:2, 6:2, მეორე წრეში კი მის თანამემამულე იპეკ სოილუსთან (ამ უკანასკნელმა სტარტზე ნათია გეგია დაჯაბნა - 5:7, 6:3, 6:3) წააგო - 3:6, 1:6, ქვაცაბაიამ კი მეორე ბარიერიც წარმატებით დაძლია - ვივიან ზლატოვას (ბულგარეთი) მოუგო - 7:5, 6:4. წყვილებში ქვაცაბაია-გორგოძის დუეტმა ჰონიგოვა (ჩეხეთი) - ლეიკინას (რუსეთი) ინტერნაციონალური ტანდემი ჩამოაშორა კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას - 6:1, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული