ანა ტატიშვილი 31 დეკემბერს ბრისბენის ტურნირში ანგელიკ კერბერს შეხვდება

AutoSharing Option
ავსტრალიურ ბრისბენში დაიწყო ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 1.000.000 დოლარი).

ქალთა ძირითად ბადეშია ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც 31 დეკემბერს პირველ კორტზე მე-4 ნომრად განთესილ გერმანელს - ანგელიკ კერბერს დაუპირისპირდება.

შეჯიბრებაში მონაწილეობენ ელიტის წარმომადგენლებიც: ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი, 1), მარია შარაპოვა (რუსეთი, 2), სერენა უილიამსი (აშშ, 3), სარა ერანი (იტალია, 5), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი, 6), სამანტა სტოსური (ავსტრალია, 7), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, 8) და სხვები. შეჯიბრება 6 იანვარს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული