სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის 10.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში მე-5 ნომრადაა განთესილი.

ასპარეზობის სტარტზე, როგორც გულშემატკივრებმა იციან, ჩვენებურმა სერბ სანკიჩს სძლია (6:1, 6:1), 16 იანვარს კი ჰოლანდიელი მარით ბოონსტრას მძლეველ კორეელს - მი იოოს დააყრევინა ფარ-ხმალი 6:0, 6:4 და მეოთხედფინალში ბელგიელ ელინე ბოეიკენსს შეხვდება.

ამ უკანასკნელმა 16 იანვარს ტურნირის მე-4 ნომერი, ქვაცაბაიას მეწყვილე ისაბელა შინიკოვა (ბულგარეთი) ჩამოიცილა გზიდან - 6:1, 6:3.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ალექსანდრა დულგნერუმ (რუმინეთი) კლაუდინე ჩაულს (ლუქსემბურგი) აჯობა - 6:0, 6:4 და მეოთხედფინალში ანასტასია რუდაკოვას დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული