ანა ტატიშვილს ხელი პარიზშიც მოეცარა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის სტარტზე დამარცხებისთვის შარშან მწვანე კონტინენტზევე მოპოვებული 100 ქულა დაკარგა და 1045 ქულით 54-ედან 56-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მას მდგომარეობის ოდნავ გაუმჯობესება პარიზის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 690 000 დოლარი) შეეძლო, მით უმეტეს, რომ საკვალიფიკაციო ბადეში მე-3 ნომრად იყო განთესილი.

ყოველივეს მიუხედავად, ტატიშვილმა, რომელმაც ეტყობა, შარშანდელი ტრავმის შემდეგ სპორტული ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო, კვალიფიკაციის სტარტზე იტალიელ მარია ელენა კამერინთან წააგო - 6:7, 5:7.

ასევე წარუმატებლად ითამაშეს ეილათის (ისრაელი) 75 000-იან ტურნირში სოფიო შაფათავამ და
მაკა ჩახნაშვილმა
, რომლებიც როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა პაექრობებს გამოეთიშნენ.

ახლა ისინი ფედერაციის თასის პირველი ლიგის შეჯიბრებისთვის მოემზადებიან. იქვე 6-9 თებერვალს სოფიო ქვაცაბაიასა და ეკა გორგოძესთან ერთად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებენ.

მსოფლიოს ქალთა განახლებულ რეიტინგში ქართველთა საკლასიფიკაციო მდგომარეობა ასეთია: 301 (305). სოფიო შაფათავა (153 ქულა), 401 (398). მარგალიტა ჩახნაშვილი (92), 408 (410). ოქსანა კალაშნიკოვა (89), 448 (408) სოფიო ქვაცაბაია (77), 524 (524). ეკატერინე გორგოძე (55), 714 (711). ნათია გეგია (28), 1157 (1153). ანი გოგვაძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული