ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ბერგამოს ტურნირი დასრულდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, როგორც გაუწყეთ, იტალიური ბერგამოს ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ სამი მოგების შემდეგ ძირითად ბადეში მოხვდა.

სტარტზე სიცხიანი გავიდა სათამაშოდ მე-2 ნომრად განთესილი გერმანელის - იან-ლენარდ შტრუფის წინააღმდეგ.

მსოფლიოს რეიტინგში 133-ე ადგილზე მყოფ მეტოქესთან ჩვენებურმა პირველი ხელი 1:6 დათმო. მეორე სეტს 0:2-ს აგებდა, თამაშის გაგრძელებაზე უარი რომ თქვა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კლასიფიკაციით, ბასილაშვილი 182 ქულით 262-ეა. ბერგამოში მოპოვებული 3 ქულა მომდევნო კვირას დაერიცხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული