სტარტზე სიცხიანი გავიდა სათამაშოდ მე-2 ნომრად განთესილი გერმანელის - იან-ლენარდ შტრუფის წინააღმდეგ.
მსოფლიოს რეიტინგში 133-ე ადგილზე მყოფ მეტოქესთან ჩვენებურმა პირველი ხელი 1:6 დათმო. მეორე სეტს 0:2-ს აგებდა, თამაშის გაგრძელებაზე უარი რომ თქვა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კლასიფიკაციით, ბასილაშვილი 182 ქულით 262-ეა. ბერგამოში მოპოვებული 3 ქულა მომდევნო კვირას დაერიცხება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"