საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
7 თებერვალს ეილათში (ისრაელი), ფედერაციის თასზე, ევროაფრიკული ზონის პირველი ლიგის A და C ჯგუფებში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრები სტარტზე ავსტრიელთა მძლეველმა (2:1) ხორვატებმაც მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს: მსოფლიო რეიტინგში 873-ე საფეხურზე მყოფმა 15 წლის ანა კონიუჰმა სოფიო ქვაცაბაიას (459-ე) 6:0, 6:0 მოუგო, 16 წლის დონა ვეკიჩმა (93-ე) მაკა ჩახნაშვილს (400) მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო - 6:0, 6:1; დარია ჯურაკისა და ტერეზა მრდეზას დუეტმა ეკა გორგოძისა და სოფიო შაფათავას ტანდემს აჯობა - 6:3, 6:2.

ჩვენს ჯგუფში ბელორუსმა ავსტრია
დაამარცხა - 3:0. ასე რომ, 8 თებერვალს ნახევარფინალის საგზურისთვის ბელორუსები და ხორვატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომლებსაც ორ-ორი მოგება აქვთ. პირველ ლიგაში ვადამდე ადგილის შესანარჩუნებლად ქართველები და ავსტრიელები იბრძოლებენ.

C ჯგუფში მე-2 ტურის პაექრობები ასე დამთავრდა: თურქეთი-პოლონეთი 0:2, რუმინეთი-ისრაელი 2:1.

ასპარეზობის პირველ დღეს კოკისპირული წვიმების გამო B და D ჯგუფების წარმომადგენლებს არ უთამაშიათ. სასტარტო შეხვედრები მათ 7 თებერვალს გამართეს:

B ჯგუფი. დიდი ბრიტანეთი-ბოსნია 3:0, უნგრეთი-პორტუგალია 3:0.
D ჯგუფი. სლოვენია-ლუქსემბურგი 2:1, ბულგარეთი-ჰოლანდია 3:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტატიშვილი არაა ნაკრებში?
1222
16:25 08-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული