სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ანტალიის ტურნირის ფინალში ითამაშებენ

AutoSharing Option
ანტალიაში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც 2 ქართველი სპორტსმენიც ჩაება.

ერთეულთა თანრიგში სოფიო ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ სტარტზე, შესაბამისად, იი ჩენსა (ტაივანი) და შაილა ერგიელანს (უნგრეთი) სძლიეს, მეორე წრეში კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მე-7 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ ორ სეტში აჯობა (6:4, 6:3) თანამემამულეს, თუმცა მეოთხედფინალში თავად რუმინელ ბიანკა ჰინკუს დანებდა - 5:7, 1:6.

სამაგიეროდ, ქართველებმა წყვილთა პაექრობაში უწიეს ფინალს. ქვაცაბაიას და გორგოძის დუეტი პირველ ნომრადაა განთესილი.

ჩვენებურებმა ჯერ ინდია მეგენს (ბელგია) და ანი ვანგელოვას (ბულგარეთი)
აჯობეს, შემდეგ იტალიელები - ჯულია ბრუზონე და მარტინა კარეგარო ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 4:6, 11:9.

14 თებერვალს ნახევარფინალში ტაივანურ (იი ჩენი)-ჩინური (კაი-ლინ ჟანი) ტანდემი დაჯაბნეს - 6:3, 6:1 და ფინალში გავიდნენ, სადაც მეორე ნომრად განთესილ ტეოდორა მირჩიჩსა (სერბეთი) და რალუკა ელენა პლატონს (რუმინეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

* * *

კოლუმბიის ქალთა ტურნირზე (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი) სცდიდა ძალებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა.

ერთეულებში მან საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა. წყვილებში ძირითადი ბადის სასტარტო პაექრობა რუს ნინა ბრატჩიკოვასთან ერთად კონი პერინთან (შვეიცარია) და მაშა ზეს-პესკირიჩთან (სლოვენია) დათმო - 6:7, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული