სოფიო შაფათავამ მოსკოვის ტურნირში პირველი ბარიერი დასძლია

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა მოსკოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ჩაება.

იგი ძირითად ბადეში მერვე ნომრადაა განთესილი. 19 თებერვალს პირველ წრეში საასპარეზოდ "ველური ბარათით" მიწვეულ კსენია გაიდარჟის (რუსეთი) ორ სეტში სძლია - 6:4, 6:2 და მეორე წრეში ლესლი კერხოვესა (ჰოლანდია) და ანა კოვალს (რუსეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წყვილთა პაექრობაში შაფათავა რუს მარინა მელნიკოვას (ისინი მე-3 ნომრად არიან განთესილნი) შეუამხანაგდა.

ასპარეზობის სტარტზე მაია კაციტაძის (რუსეთი) და დარია ლებეშევას (ბელორუსი) დუეტს დაუპირისპირდება.

ანტალიის 10.000-იან ქალთა ტურნირში, წინასწარი განაცხადით, ეკატერინე გორგოძეს
უნდა ეთამაშა, მაგრამ 19 თებერვალს იგი ძირითად ბადეში არ აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული