ანა ტატიშვილი WTA-ს მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა

AutoSharing Option
გასული კვირა ქართველი ჩოგბურთელებისთვის მაინცდამაინც დატვირთული არ ყოფილა. ერთადერთი, სოფიო შაფათავამ იასპარეზა მოსკოვის 25.000-იან ტურნირში წარმატებით - მეორე ადგილი დაიკავა.

ოქსანა კალაშნიკოვა ბრაზილიის საერთაშორისო ტურნირში ჩაება, მაგრამ შეჯიბრებას საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრიდან გამოეთიშა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგშიც ჩვენს სპორტსმენებს არსებითი ცვლილებები არ განუცდიათ.

ქვეყნის პირველმა ნომერმა - ანა ტატიშვილმა 1021 ქულით 56-დან 57-ე ადგილზე ჩაიჩოჩა.

დანარჩენთა მაჩვენებლები ასეთია: 297 (298). სოფიო შაფათავა (153), 395 (396). მარგალიტა ჩახნაშვილი (92), 405 (406). ოქსანა კალაშნიკოვა (90), 482 (494). სოფიო
ქვაცაბაია
(66), 706 (615). ნათია გეგია (28), 1157 (1155). ანი გოგვაძე (3).

ორიოდე გადანაცვლება მოხდა ტოპათეულში: ბელორუსი ვიქტორია აზარენკა, რომელიც კარგა ხანს იყო რეიტინგის სათავეში, 10325 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, პირველობა ამერიკელ სერენა უილიამსს (10365) დაუთმო.

3(3) მარია შარაპოვა (რუსეთი, 9715), 4 (4). აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 7505), 5 (5). ნა ლი (ჩინეთი, 6130), 6 (6). ანგელიკ კერბერი (გერმანია, 5400), 7 (8). პეტრა კვიტოვა (4980), 8. (7). სარა ერანი (იტალია, 4915), 9. სამანტა სტოსური (ავსტრალია, 3835), 10 (10). კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, 3570).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული